- პროექტის სახელწოდება: "ჩემი საქართველოდამ მე არსად წავალ"
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან გამოჩენილი ქართველი, თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას.
- პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ამ პროექტზე მუშაობისას ბავშვები ბევრ საინტერესო მასალას გაეცნობიან და თავადაც შექმნიან.
- პროექტის მიზნები: ეს პქროექი ბავშვების მუსიკალუ განვითარებასა და მხატვრული ღირებულებების ამაღლებას ემსახურება. ღონისძიების ფარგლებში ბავშვები შეისწავლიან არაერთ სიმღერას, დაეუფლებიან მსახიობის ოსტატობას, ექსკურსიის საშუალებით ბავშვები უფრო ახლოს გაეცნობიან და შეიცნობენ არამარტო ფიროსმანის ნამუშევრებს, არამედ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი უნარებიც წარმოაჩინონ ამ დარგში. მოინახულებენ ფიროსმანის სახლმუზეუმს.
- მონაწილეთა ასაკი: მეოთხე კლასი/ 9-10 წელი
- ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დაიდგმება მუსიკალური სპექტაკლი სახელწოდებით "ჩემი საქართველოდამ მე არსდ წავალ", სადაც ბავშვები გააცოცხლებენ ფიროსმანის უკვდავ ნახატებს ("მეთევზე", "მარგარიტა", "მეეზოვე" და ა. შ ) პერსონაჟების სახით. მოსწავლეები ქმნიან ბლოგს სადაც ატვირთავენ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების დროს ასახულ ფოტოებსა თუ ვიდეო რგოლებს.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, მინუს ფონოგრამა, მუსიკალური გაფორმებისთვის საჭირო აპარატურა: მიკროფონი, დინამიკი და ა.შ
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ჩატარდება ღონისძიება, მუსიკალური სპექტაკლი სახელწოდებით "ჩემი საქართველოდამ მე არსდ წავალ" გასვლითი ღონისძიება ეროვნულ მუზეუმში სადაც ნიკო ფიროსმანის ნახატებს გაეცნობიან. ექსკურსია მირზაანში ფიროსმანის სახლმუზეუმში.
- საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას გაერთიანდება რამდენიმე საგნობრივი ჯგუფი: მუსიკა, ქართული, ხელოვნება.
- პროექგის ხელმძღვანელი: მაგდა ბენიძე
- ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: benidzemagda@gmail.com
- პროექტის ვებგვერდი/ ბლოგი: magdabenidze.blogspot.com
პროექტები და ღონისძიებები
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ძალიან საინტერესო პროექტია, გისურვებთ წარმატებებს
ОтветитьУдалить